ოკუპანტმა უკრაინაში 20-მდე დასახლება დაბომბა 

09 აპრილი 2023, 11:01 661 ნახვა

უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება. გასულ ღამეს ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რეგიონი დაბომბეს, სადაც 3 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 5.

უკრაინული გამოცემის ცნობით, მანამდე ცნობილი გახდა, რომ დაბომბვის შედეგად 11 წლის გოგო მამასთან ერთად ნანგრევების ქვეშ დაიღუპა. რუსული მხარე ბახმუტის მთლიანად დაპყრობას ცდილობს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით აღნიშნული მიმართულებით ქვეყნის დამცველებმა მტრის 60-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

გენშტაბის ცნობით მტერმა იერიში მიიტანა დონეცკის ოლქის რამდენიმე დასახლებაზე. ლიმანის მიმართულებით ოკუპანტმა წარუმატებელი შეტევითი მოქმედებები ჩაატარა.

დღის განმავლობაში მტერმა 2 სარაკეტო და 34 საავიაციო დარტყმა განახორციელა, ასევე ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 36 დაბომბვა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი