ცვლილებები სამარშრუტო ხაზების მოძრაობაში

07 აპრილი 2023, 20:19 638 ნახვა

ცვლილებები სამარშრუტო ხაზებთან დაკავშირებით. ბაგრატონის ქუჩაზე, ჯავახიშვილის ქუჩიდან შარტავას ქუჩის კვეთამდე მონაკვეთში, გზის ცალ მხარეს მიმდინარე საგზაო–სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, იცვლება  #9, #11 და #13 სამარშრუტო ხაზების მოძრაობის მიმართულება. აეროპორტის ტერიტორიიდან მომავალი #9 მარშრუტი ბაგრატიონის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს შარტავას, ლორიას, პუშკინისა და გრიბოედოვის ქუჩების მიმართულებით. #11 სამარშრუტო ხაზი ბაგრატიონი–ჯავახიშვილის მონაკვეთის ნაცვლად იმოძრავებს ბაგრატიონის, შარტავას, ორბელიანისა და ლერმონტოვის ქუჩების გავლით. #13 სამარშრუტო ხაზზე საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიიდან ორბელიანის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსი შარტავა–ბაგრატიონის ქუჩების ნაცვლად, იმოძრავებს შარტავა–ორბელიანის მიმართულებით. ცვლილებები სამარშრუტო ხაზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე შენარჩუნდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში