საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში დაიწყო. გაბალის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ცერემონია გაიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილს აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი დახვდნენ. გაბალაში ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.