აშშ-ის საელჩოდან მეუბნებოდნენ, რომ მათთვის სასურველი იქნებოდა ესა და ეს გადაწყვეტილება, ზოგჯერ ვფიქრობ, ამაზე არ შეჩერდებიან და სიცოცხლის მოსპობაზე წავიდნენ - მურუსიძე

06 აპრილი 2023, 16:04 756 ნახვა

პირადად ჩემთან წლების განმავლობაში მოდიოდნენ ამერიკის შეერთებული საელჩოს წარმომადგენლები და მეუბნებოდნენ, რომ მათთვის სასურველი იქნებოდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყოფილიყო ესა და ეს მოსამართლე, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ, ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც ლევან მურუსიძემ აღნიშნა, რომ ამის მტკიცებულებები აქვს და როცა საჭიროდ ჩათვლის, წარუდგენს საზოგადოებას.

"პირადად ჩემთან წლების განმავლობაში მოდიოდნენ ამერიკის შეერთებული საელჩოს წარმომადგენლები და მეუბნებოდნენ, რომ მათთვის სასურველი იქნებოდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ყოფილიყო ესა და ეს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ყოფილიყო ესა და ეს გადაწყვეტილება. კონფერენცია ჩატარებულიყო ამა და ამ დღეს. ამის მტკიცებულებებიც მაქვს. შესაბამისად, როცა ამას საჭიროდ ჩავთვლი, ეს კონკრეტული ჩარევები, როდესაც ხდებოდა საელჩოს მხრიდან, ამასაც საჭიროების შემთხვევაში საზოგადოება ნახავს.

ახლა ხდება ჩვენი ოჯახების მორალური ტერორი საელჩოს მხრიდან, მათ შორის ქართული სტაფის მხრიდან, ჩხეიძის ხელმძღვანელობით, რომელსაც 25-მილიონიანი ბიუჯეტი აქვს, მაგრამ სასამართლოს კეთილდღეობისთვის ამას არ იყენებენ, იყენებენ იმისთვის, რომ სასამართლო სისტემაში მოხდეს დაპირისპირება, რომ მომხდარიყო არაჯანსაღი სიტუაცია. ამას ცდილობდნენ მუდმივად. თვითონ ქალბატონი ელჩი დადიოდა სასამართლო-სასამართლო, ხვდებოდა მოსამართლეებს, რაც მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ გავლენები მოეხდინა სათითაოდ მოსამართლეებზე და შემდეგ ამ მოსამართლეებისგან მომხდარიყო დაპირისპირება სასამართლო სისტემაში.

ახლა არასამთავრობო ორგანიზაციების ჟივილ-ხივილია, მხიარულება ისმის მათი, რომ სისტემაში წავა დაპირისპირებაო. იმდენმა მოსამართლემ გამოხატა მხარდაჭერა ჩემს მიმართ, ისე მიდის სიტუაცია, მგონი, ის მიზანი, რასაც სანქციები ითვალისწინებდა, რომ აქ, სასამართლო სისტემაში წავიდოდა არაჯანსაღი პროცესები და შესაბამისად, მოხდებოდა არეულობა და სასამართლო სისტემის დაქვემდებარება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსადმი, მგონი, ეს ალბათ, მეეჭვება, რომ მოხდეს. თუმცა, ვფიქრობ, ისინი ამაზე არ შეჩერდებიან და ხანდახან იმაზეც ვფიქრობ, რომ სიცოცხლის მოსპობაზე წავიდნენ. იმდენად დიდი მიზანი არის მათი, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში, ეს მიმდინარეობს წლების განმავლობაში და რაც ვერ მოახერხეს იმ არასამთავროებებმა, პარტიებმა, რომ ამოწეურათ იმედი, მიხვდნენ, რომ ვერ შეძლებდნენ სასამართლო ხელისუფლების დაქვემდებარებას, მიტაცებას, ვერ მიაღწევდნენ მიზანს, საბოლოო ჯამში,“ -  განაცხადა მურუსიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი