რაში და რა ოდენობის თანხა იხარჯება, აჭარის მთავრობაში წარმომადგენლობით ხარჯებზე. “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რეზო ხარაზმა დღეს, მის ხელთ არსებული ინფორმაცია გაასაჯაროვა, რასაც მასსა და “ქართული ოცნების” წევრ, ვლადიმერ მგალობლიშვილს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, დამატებითი კომენტარები გაკეთდა აჭარის მთავრობაშიც, სადაც ოპოზიციის ბრალდებებს, აბსურდულს უწოდებენ.