ბათუმში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

04 აპრილი 2023, 15:00 764 ნახვა

ქარიშხლიდან ერთი კვირის შემდეგ სტიქიის შედეგებს ისევ ითვლიან ბათუმის მერიაში. ქარის შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისგან ბათუმის მერიაში 200-ზე მეტი განცხადება შევიდა.

თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ სტიქიის ლიკვიდაციისა და ზიანის შედეგების მოსაგვარებლად მუდმივმოქმედი კომისია ყოველდღიურად იკრიბება.  

გადაწყდა, რომ სახურავების შეკეთება სამუშაოების დაჩქარების მიზნით გამარტივებული შესყიდვით მოხდება.    

სახურავების გარდაძლიერმა ქარმა ქალაქშისხვა ინფრასტრუქტურაც დააზიანა.  28 მარტს ძლიერმა ქარმა ევკალიპტის ხე მოგლიჯა ზოოპარკში, რომელიც თავისუფალ სივრცეში დაეცა.    

შემთხვევის გამო ცხოველები არ დაშავებულან.  დაზიანებული ნაწილი დროებით ჩაკეტილია.    

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი