ხეების გასხვლა-გადაბელვითი სამუშაოები ქობულეთში

04 აპრილი 2023, 14:51 756 ნახვა

ზარალს ითვლიან ქობულეთში.  ქარმა 4 მრავალბინიანი კორპუსის და 100-მდე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი დააზიანა. როგორც მერიაში ამბობენ, სტიქიის სალიკვიდაციო კომისიაში შესულია ყველა დაზარალებული მოქალაქის განაცხადი და მიმდინარეობს განხილვა.

რაც შეეხება მრავალბინიან კორპუსებს, მათი გადახურვითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

უსაფრთხოების მიზნით, დღეს ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ხეების გასხვლა-გადაბელვით სამუშაოებს ახორციელებენ, რის გამოც ტერიტორიის ნაწილი გადაკეტილია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი