''ნაციონალური მოძრაობა'' სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებს და ბათუმის მერის იმპიჩმენტს გეგმავს. ოპოზიციის წევრის ლევან ანთაძის განცხადებით, არჩილ ჩიქოვანი და ადგილობრივი მთავრობა მათზე დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ.
უფრო მეტიც, მისი თქმით, რეგიონში არსებული კორუფციის გამო ბათუმის ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია და ქალაქი ტურისტების მისაღებად მზად არ არის. ისინი მერს და მთავრობის თავმჯდომარეს კაბინეტების დატოვებას და ქალაქში არსებული მდგომარეობის ადგილზე შესწავლას ურჩევენ. მოქალაქეებს კი მოუწოდებენ გააქტიურდნენ და მათ მიერ არჩეული მერი აიძულონ მოაწესრიგოს ინფრასტრუქტურა.
ნაციონალური მოძრაობის წევრებმა განცხადება ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე გააკეთეს. სადაც ინფრასტრუქტურა რამდენიმე თვის წინ შტორმის შედეგად დაზიანდა.