გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, ოთხი მიმართულებით მოწინააღმდეგის 69 თავდასხმა მოიგერიეს - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მტრის ძირითადი ძალისხმევა კვლავ კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარიინსკის მიმართულებებზე.
„მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე. უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების კოორდინირებული მოქმედებებისა და თითოეული ჯარისკაცის გმირობის წყალობით, ბოლო დღის განმავლობაში ოკუპანტების 69 თავდასხმა იქნა მოგერიებული. ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას დასახლებებისთვის სასტიკი ბრძოლა გრძელდება“, - აცხადებენ გენშტაბში.
გენშტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 3 სარაკეტო და 21 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 33-ჯერ გახსნეს.
პარალელურად, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ავიაციამ ხუთი დარტყმა განახორციელა ოკუპანტების ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილზე, ასევე ჩამოგდებულია სადაზვერვო დრონი.