დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს პარლამენტი ვენეციის კომისიას კიდევ ერთხელ გადაუგზავნის, თუმცა მას შემდეგ, რაც კანონპროექტზე კანონმდებლები საკომიტეტო ფარგლებში იმსჯელებენ, მეორე მოსმენით კენჭისყრაც მხოლოდ ამის შემდეგ არის დაგეგმილი, ქართული ოცნების დეპუტატების განცხადებით, აღნიშნული ინიციატივით, იმ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი რომელიც კანონპროექტის გარშემო ბოლო პერიოდის განმავლობაში გაჩნდა, ხელისუფლების ოპონენტებს კი მიაჩნიათ, რომ მმართველი გუნდი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტში შინაარსობრივი, რეალური ცვლილებების განხორციელებას არ აპირებს და შესაბამისად დასკვნის ხელმეორედ გადაგზავნის საჭიროებასაც ვერ ხედავენ. ვნახოთ მარიამ ურუშაძის რეპორტაჟი.