სახალხო დამცველის ანგარიში

03 აპრილი 2023, 14:21 614 ნახვა

ლევან იოსელიანმა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობაზე 2022 წლის ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში საუბარია ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობაზე.

ომბუდსმენის თანახმად, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა და რიგი მიმართულებით მნიშვნელოვანი გაუარესებაც კი შეინიშნებოდა. უარყოფით მოვლენებს შორის სახალხო დამცველი განიხილავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას. ამბობს, რომ "არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა მიმდინარეობს და არც სასამართლო კანონმდებლობის დახვეწისა და ხარვეზების აღმოფხვრის პროცესი".

ანგარიშში, ასევე, ვკითხულობთ, რომ პარლამენტმა არ გაიზიარა ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად სასამართლო ხელისუფლების რეფორმირებისთვის შემუშავებული წინაპირობები.  ნეგატიურ მოვლენებს შორის ომბუდსმენი ასახელებს რუსული კანონის პროექტის მომზადებასა და ინიციირებასაც. ასევე პენიტენციურ სისტემაში არაფორმალურ მმართველობას, სამარტოო საკნებში ხანგრძლივად მოთავსების პრაქტიკას, უკანონო ბორდერიზაციას, ჯანდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომელთა დეფიციტს, გამოხატვის თავისუფლების უფრო მეტად შეზღუდვის ტენდენციას და სიღარიბეს. ეს არის ბოლო წლიური ანგარიში, რომელზეც ყოფილა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და მისმა მოადგილეებმა გიორგი ბურჯანაძემ და ეკატერინე მსხილაძემ იმუშავეს — მათ პოსტი რამდენიმე დღის წინ დატოვეს.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი