კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ 

03 აპრილი 2023, 14:40 463 ნახვა

12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი - დეპუტატები აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი რეკომენდაციების მეხუთე პუნქტი - დეოლიგარქიზაციის კანონპროექტია.

ოპოზიცია აცხადებს, რომ კანონპროექტის არსებული ვერსია არ პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომლებიც აქვს საზოგადოებას. მმართველ გუნდში კი კვლავ აცხადებენ, რომ კანონპროექტი უკრანულის ანალოგია და გაუგებარია, რატომ გახდა პრობლემური. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის შესწორებული რედაქცია, შესაძლოა, ვენეციის კომისიაში ხელმეორედ გაიგზავნოს.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა უახლოეს მომავალში შედგება და საკომიტეტო დონეზე კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილება. პარალელურად საკანონმდებლო ორგანოში ეუთო -ოდირისგან დასკვნას ელოდებიან.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში