ვიზიტი უზბეკეთში

02 აპრილი 2023, 11:12 2123 ნახვა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ტაშკენტში უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილეს, ჟამშიდ ხოჯაევს  შეხვდა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ვიცე-პრემიერებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველო - უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში.

აღნიშნული კომისია გარკვეული პერიოდულობით იმართება და ის მნიშვნელოვანი პლატფორმაა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირების გაძლიერებისთვის.

2023 წლის 1 აპრილს გამართულ მე-9 სხდომის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე დოკუმენტს, მათ შორის შეთანხმებას ტექნიკური რეგულირების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში