ბუჩას დეკლარაცია - სალომე ზურაბიშვილის მიმართვა 

01 აპრილი 2023, 15:01 597 ნახვა

უკრაინის ქალაქ ბუჩის გათავისუფლებიდან 1 წლის თავთან დაკავშირებულ სამიტზე, ბუჩის დეკლარაცია მიიღეს, რომელიც რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას გულისხმობს. მასზე ხელს 50-მდე სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაცია აწერს.

სამიტის მონაწილეებმა დაგმეს უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი მძიმე დანაშაულები, დოკუმენტი კი მხარს დაუჭერს სახელმწიფოებს, გამოიძიონ და დასაჯონ დამნაშავეები თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში.

ერთობლივი სამიტის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა ონლაინ ფორმატში მიმართა.

დარწმუნებული ვარ, ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს! – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა რუსეთის აგრესიაზე, როგორც უკრაინაში ასევე საქართველოში და მეგობარ ქვეყანას ქართველი ხალხის სახელით სოლიდარობა გამოუცხადა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი