7-9 მარტის აქციების დროს, ძალადობრივი ქმედებების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ოპოზიციის ნაწილი სასამართლო გადაწყვეტილებას პოლიტიკას უკავშირებს და აცხადებენ, რომ გრიგორიადისი ხელისუფლებამ სამაგალითოდ დასაჯა და იგი უნდა გათავისუფლდეს.
როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, გრიგორიადისი არც გმირია, არც პოლიტიკური პატიმარი და მსგავსი დანაშაულის წინაშე კანონი შეუვალი იქნება.
ცნობისთვის ლაზარე გრიგორიადისის საქმეს ზედამხედველობას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი გაუწევს.