პოლიციამ თბილისში, სასტუმრო "ამბასადორში" ხანძრის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 1995 წელს დაბადებულმა კაცმა, რომელიც სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში სტუმრად იმყოფებოდა, გააჩინა ხანძარი, რომელიც გავრცელდა სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით გულისხმობს.