"ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს

01 აპრილი 2023, 11:05 689 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში 4 პირი დააკავა, 1 პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

უწყების ცნობით, 3 პირს მეტსახელად „ხავთასა“, „ლეკვი“ და  „მოლა“ ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს საქმიანობის  მხარდაჭერა, ხოლო ერთი -  მეტსახელად „ხონსკი“ "კანონიერი ქურდობისთვის" მიმართვის ბრალდებითაა დაკავებული.

რაც შეეხება კიდევ ერთ დაკავებულს მეტსახელად „ჯეირანა“, ვინაიდან იგი საზღვარგარეთ იმყოფება, მას "კანონიერი ქურდობის" ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 6-15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი