თავდაცვის ძალების მეთაურმა დასავლეთ საქართველოში არსებული ქვედანაყოფები მოინახულა. გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ადგილზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
უწყების ხელმძღვანელებმა რამდენიმე ლოკაცია დაათვალიერეს. დასავლეთში ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი სწავლების მიმდინარეობასაც გაეცნო და სორტას პოლიგონზე რეზერვისტებს გაესაუბრა.