არსებობს თუ არა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დახურვის საფრთხე? „ამერიკის ხმა“ წერს, რომ 3 და 6 თებერვალს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და დემირელის სახელობის სკოლის დამფუძნებლებმა წილების სიმბოლური გასხვისება-გაჩუქების გადაწყვეტილება მიიღეს. პარალელურად, დემირელის სკოლას სახელიც შეეცვლება და „ქართულ-ამერიკულ სკოლა მეტროპოლიტენად“ გარდაიქმნება. ახალი მეპატრონე, ნიუ იორკში დაფუძნებული კომპანია „მეტროპოლიტენ ედუქეიშნ ქონსალთინგ სერვისი“ უნდა გახდეს, რომელსაც მოლაპარაკებებში, აშშ-ს მოქალაქე ზაფერ სუსლუ წარმოადგენდა. ამერიკის ხმის ინფორმაციის თანახმად ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლის დირექტორი ამბობს, რომ შეტევა ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელზე საქართველოში ანკარიდან იმართება და ამას თურქეთში არც მალავენ. „გავრცელებული ინფორმაცია სარწმუნო არ არის და საგანმანათლებლო პროცესის საფრთხე არ არსებოობს“- აცხადებს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. ზვიად ფიფიას თქმით, უნივერსიტეტი არის საგანმანათლებლო დაწესებულება, კომერციული ორგანიზაცია და არანაირი კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან. თურქეთის ხელისუფლების მიერ ამბოხების მცდელობაში ბრალდებული ფეთულა გიულენი მსოფლიოში 1000- ზე მეტი სკოლის დამფუძნებელია. აქვს თუ არა კავშირი საქართველოში არსებულ რამდენიმე სკოლა- ლიცეუმსა და უნივერსიტეტს გიულენის ქსელთან ოფიციალურად არ დასტურდება. ისევე, როგორც არ დასტურდებ,ა მეზობელი სახელმწიფოს მოთხოვნა დახურვის თაობაზე. თურქეთის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო გოდერძიშვილის განმარტებით, კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს უწყებები იღებენ გადაწყვეტილებას, ამიტომ ელჩმა მსგავს შიდა საკითხთან დავაშირებით განცხადების გაკეთება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.