ვითარება ჩანჩხალოში

10 თებერვალი 2017, 00:00 1976 ნახვა

სოფელ ჩანჩხალოსთან მისასვლელ გზაზე განვითარებულ მეწყერთან დაკავშირებით გეოლოგების დასკვნა ხულოს გამგეობას გუშინ გადაეგზავნა. დასკვნის მიხედვით აქ ამ  ეტაპზე რაიმე სახის სამუშაოების ჩატარება რეკომენდირებული არ არის. გეოლოგი მამუკა ფუტკარაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები არაერთხელ განვითარდა და შესაძლოა გზა ექსპლუატაციაში აღარ შევიდეს. მოსახლეობა ამ ეტაპზე შემოვლითი გზით სარგებლობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი