„საყოველთაო სახალხო რეფერენდუმი“- ამ სახელწოდებით ფოტო გამოფენა აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში მოეწყო. ისტორიულ ფოტოებზე რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებული მოვლენებია ასახული, მათ შორის ზვიად გამსახურდიას საარჩევნო უბანზე მისვლა, მიტინგზე შეკრებილი ხალხი და პირველი პრეზიდენტის მიმართვა. აქვე იყო წარმოდგენილი რეფერენდუმის ბიულეტენი. მუზეუმის ხელმძღვანელმა ისტორიკოსმა ოთარ გოგოლიშვილმა სკოლის მოსწავლეებს რეფერენდუმის მნიშვნელობისა და ისტორიული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.