საქართველოს პრეზიდენტი უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებსაც გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უკრაინასთან მიმართებაში ვერც დიპლომატია გამოიჩინა, ვერც გონიერება და ვერც ისტორიული სოლიდარობა.
აგრძელებს რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას, რის შედეგადაც აზიანებს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობას. მაგალითად, მაშინ, როცა საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს.
“ბელარუსის პრეზიდენტი არ გაუფრთხილდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, „დაარღვია ოკუპაციის კანონი და უღალატა არაღიარების პრინციპს - ახია ჩვენზე!“” – განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა შესაძლოა გასაგები იყოს „მაგრამ გასაგები არაა იმავე ზრდილობით და მოწიწებით რატომ არ ვუფრთხილდებით ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს.
''ქართულ ოცნებას'' მიმართა და განაცხადა, რომ მათ 9-წლიან მმართველობას გეზი შეუცვალეს და გადაუხვიეს ამომრჩევლის ნებას. ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ მიმართა მმართველ პარტიას, რომ მის მიმართ იმპიჩმენტის მუქარის, სასამართლოში ჩივილის, თუ სხვა ბრალდებების მიუხედავად, ვერ შეცვალეს და ვერც შეცვლიან.