საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატის განცხადება

31 მარტი 2023, 11:20 544 ნახვა

საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატის განცხადებით, დამტკიცების შემთხვევაში ის საქართველოს მთავრობასა და ხალხთან იმუშავებს, რათა ქვეყანას ევროკავშირთან და ნატოს-თან ინტეგრაციის სურვილის განხორციელებაში დაეხმაროს.

რობინ დანიგანის განცხადებით, ის ყურადღებას 4 პრიორიტეტზე გაამახვილებს. აღნიშნა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია არა მხოლოდ სარგებელს მოუტანს საქართველოს მოქალაქეებს, არამედ  ეს შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებშიც შედის.

სენატში გამართულ სხდომაზე ელჩობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა, რომ მათი სურვილია საქართველო იყოს დასავლეთთან მტკიცედ ინტეგრირებული, რომელსაც შეუძლია დაიცვას თავისი საზღვრები და გაუძლოს რუსეთის მავნე ქმედებების ზეწოლას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი