ესებუა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში თავს დამნაშავედ ცნობს

30 მარტი 2023, 17:58 566 ნახვა

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ნაწილში ბადრი ესებუა თავს დამნაშავედ ცნობს და ბრალს აღიარებს.დაცვის მხარემ უდავოდ ცნო ყველა მტკიცებულება, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, რის შემდეგაც საქმის არსებითი განხილვის დაწყების ვადად 5 აპრილი განისაზღვრა.სავარაუდოდ მოსამართლე ამ დღეს გამოაცხადებს განაჩენს.პროკურატურის მტკიცებით,8 თებერვალს როცა ძებნილი ესებუა ჯიხაშკარში დააკავეს, სამართალდამცავებმა დაკავების ადგილიდან ამოიღეს იარაღი და საბრძოლო მასალა.რაც შეეხება ბანკის ძარცვის საქმეს, დღეს სასამართლომ ორ დაზარალებულ მოწმეს მოუსმინა.ვერცერთმა მათგანმა ბადრი ესებუა ვერ ამოიცნო.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი