სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან ქობულეთშიც. როგორც ქობულეთის მერი აცხადებს, ამ ეტაპის მონაცემებით დაზარალებულია 50 ოჯახი.
ლევან ზოიძის ინფორმაციით, ყველა დაზარალებულის შესახებ ინფორმაცია განიხილება სტიქიის სალიკვიდაციო კომისიაზე და ამის შედეგ გადაწყდება დახმარების საკითხი.
სტიქიის შედეგად დაზარალდა, ციხისძირში, ზღვისპირის ქუჩაზე მცხოვრები ართმელაძეების 7-წევრიანი ოჯახი. მათ ამ დრომდე ელექტრო ენერგია არ მიეწოდებათ.
ძლიერმა ქარმა სახლის ეზოში მდგარი ევკალიპტის ხე მოგლიჯა, რომელიც სახლს დაეცა. დაზიანებულია სახლის სახურავი და საცხოვრებელი ოთახები. დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ.