შეხვედრა ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის პრეზიდენტთან

30 მარტი 2023, 14:50 607 ნახვა

თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს ბათუმის მერმა და ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის პრეზიდენტმა.

დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ მზად არიან მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რათა ქვეყანამ შეძლოს, ისარგებლოს იმ პროექტებითა და ბენეფიტებით, რომლებსაც ევროკავშირი თავის წევრებს სთავაზობს.

არჩილ ჩიქოვანმა გამოთქვა მზაობა, ევროპის რეგიონთა ინსტიტუტში ბათუმის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ევროპის ინსტიტუტებთან ურთიერთობა, მათი გამოცდილების გაზიარება სამომავლო განვითარებისა და ევროპული მომავლისათვის უმნიშვნელოვანესია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი