ქობულეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

29 მარტი 2023, 11:55 717 ნახვა

აჭარაში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. ერთი მამაკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ქობულეთში,  რომლებიც ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.  

ძლიერი ქარის შედეგად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის პრობლემა შეიქმნა. ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა, ასევე დააზიანა ელექტრო გადამცემი სადენები და მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა.

ამ დროისთვის ყველა გამოძახებაზე 112-ის და მერიის შესაბამისი სამსახურები ახდენენ რეაგირებას. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ამბობენ, რომ აუცილებელია დაზიანებული სახურავების დროებით გამაგრება. 

როგორც ქობულეთის მერი აცხადებს, ამ დროისთვის მუნიციპალური სამსახურები სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. მუნიციპალიტეტის სტიქიის სალიკვიდაციო კომისიის ცხელ ხაზზე 25-ზე მეტი შეტყობინებაა შესული, რომლებიც საცხოვრებელ სახლებზე სახურავების გადახდას ეხება,  4 000 აბონენტს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი