საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი შეხვედრა ბათუმში ნორვეგიის ნაკრებთან ფრედ 1-1 ითამაშა.
მატჩი დაძაბული გამოვიდა. ანგარიში მე-15 წუთზე სორლოტმა გახსნა და სტუმრები წინ გავიდნენ.
61-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ ანგარიში გაათანაბრა და მატჩის საბოლოო ანგარიში 1-1 დააფიქსირა.
ამ დროისთვის ჯგუფში ოროვე ნაკრებს 1 ქულა აქვს, თუმცა ნორვეგიამ 2 თამაში ჩაატარა. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 17 ივნისს გასვლაზე კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.