საქართველოს პრეზიდენტი შემაშფოთებელს უწოდებს ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ქალზე ძალადობისა და ძალადობის სხვადასხვა ფორმით გამართლების კუთხით. სალომე ზურაბიშვილი გმობს ქალებზე როგორც ფიზიკურ, ისე სიტყვიერ თავდასხმას. პრეზიდენტის ბრიფინგს წინ უძღოდა თათია სამხარაძის მიმართვა სალომე ზურაბიშვილისადმი. სამხარაძემ დაწერა, რომ სახლთან „პოსტივის“ რამდენიმე ჯგუფი ყარაულობს.