ისრაელში ნეთანიაჰუს სასამართლო რეფორმას აპროტესტებენ

27 მარტი 2023, 11:04 592 ნახვა

ისრაელში სასამართლო რეფორმის  წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაციების ფარგლებში მომიტინგეებმა გადაკეტეს თელ-ავივის მთავარი ავტომაგისტრალი. მთელი ქვეყნის  მასშტაბით მომიტინგეები ისრაელის დროშებით გამოვიდნენ ქუჩებსა და მთავარ ავტომაგისტრალებზე  და სკანდირებით „დემოკრატია“. 

თელ-ავივის აიალონის ავტომაგისტრალზე  პოლიცია  მომიტინგეებს დაუპირისპირდა და რამდენიმე მათგანი დააკავა. წესრიგის დამცველებმა  მომიტინგეების დასაშლელად  წყლის ჭავლი გამოიყენეს.   იერუსალიმში დემონსტრანტები პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ.   

ოპოზიცია და ასი ათასობით  ებრაელი, რომლებიც 10 კვირაზე მეტია აპროტესტებენ კანონპროექტს, აცხადებენ, რომ ის მიზნად ისახავს ისრაელის სახელმწიფოს დემოკრატიული საფუძვლების განადგურებას ნეთანიაჰუს მემარჯვენე რელიგიური კოალიციის სასარგებლოდ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, რომელმაც მთავრობას მოუწოდა, შეეჩერებინათ სასამართლო ცვლილების რეფორმის გატარება, რადგან ის სახელმწიფოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა. 

4 იანვარს გამოცხადებულმა სასამართლო რეფორმის გეგმამ ისრაელი ბოლო წლების გამავლობაში  ყველაზე მძიმე  პოლიტიკურ კრიზისში ჩააგდო, რადგან ქვეყანა მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, შაბათს თელ-ავივში 200 ათასამდე ებრაელი გამოვიდა სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ, ათობით ათასი კი მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში