აზერბაიჯანის ჯარებმა ყარაბაღში მაღლობი დაიკავეს, რუსეთი მათ გასვლას მოითხოვს

26 მარტი 2023, 11:20 520 ნახვა

ყარაბახის რეგიონში, სომხეთ-აზერბაიჯანის გამყოფი ხაზი კიდევ ერთხელ დაირღვა. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს.

განცხადების მიხედვით ბაქომ მთიან ყარაბაღში, შუშას რეგიონში კონტაქტის ხაზი დაარღვია. მათივე ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა პოსტის საინჟინრო აღჭურვა დაიწყეს.

რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებითვე, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვა მარტუნის რაიონშიც, თუმცა ფაქტს მსხვერპლი არ მოჰყოლია - "აღნიშნულ ფაქტს რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ძალები იძიებენ"- აცხადებს უწყება.რაც შეეხება ოფიციალური ბაქოს პოზიციას.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, "სომხურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სანგრების გათხრა სცადეს, რასაც მათი საპასუხო ზომების მიღება მოჰყვა".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი