ჩანჩხალოს მოსახლეობა სოფელთან მისასვლელ გზაზე განვითარებული მეწყერის გამო, შემოვლითი გზით სარგებლობს. შუახევის გამგებლის ინფორმაციით, შემოვლითი გზის თოვლის საფარისგან გაწმენდა მიმდინარეობს. გეოლოგების რეკომენდაციით ამ ეტაპზე ობიექტზე რაიმე სახის სამუშაოების ჩატარება საფრთხის შემცველია. მოსახლეობა უკვე ორი წელია უსაფრთხო ადგილზე გასახლებას ითხოვს. გამგეობაში კი ამბობენ, რომ ამ ეტაპზე გასახლებას არცერთი ოჯახი არ საჭიროებს. 2013-2014 წლებში სოფლიდან 15 ოჯახი გაასახლეს, 65 ოჯახს კი ერთჯერადი დახმარება გაეწია. 10 ოჯახი “ეკომიგრანტთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში” ჩაერთო. რომელიც 25 000 ლარით ფინანსდება.