„ლელო საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

24 მარტი 2023, 21:26 842 ნახვა

პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე იქნება, პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობას კი ირაკლი კუპრაძე დაიკავებს. ამ დრომდე „ლელოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იყო, ხოლო გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.

გადაწყვეტილებების შესახებ განცხადება „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გააკეთა.

„პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ წარვადგინეთ ბადრი ჯაფარიძე. დავით უსუფაშვილს ვთხოვეთ, რომ მისი ძალისხმევა მიმართული  იქნება პარლამენტისკენ. ასევე, წარვადგინეთ პარტიის ახალი გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.  „ლელოს“ შექმნის პროცესი იყო იმაზე დაფუძნებული, რომ ახალგაზრდა კადრები წარმოგვეწია წინა პლანზე. სწორედ ამას ეხმიანება ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება. მინდა, ირაკლის მივულოცო. ირაკლი არის ენერგიული ადამიანი, განათლებული, მებრძოლი. ადამიანი, რომელიც არ უშინდება წინააღმდეგობებს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში