კრიშტიანო რონალდომ მსოფლიო რეკორდი დაამყარა სანაკრებო დონეზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით. ფორვარდმა პორტუგალიის ნაკრებში 197-ე მატჩი ჩაატარა. რონალდო ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ნაკრებში ოფიციალურ მატჩებში 100 გოლი დააგროვა. მას პორტუგალიის ნაკრებში 120 გოლი აქვს გატანილი. ის სანაკრებო დონეზე გოლების რაოდენობითაც მსოფლიო რეკორდსმენია. რონალდომ კარიერაში 47-ე ნაკრებს გაუტანა, რაც ასევე რეკორდია. ფეხბურთის პორტუგალიელმა ლეგენდამ ევრო-2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ლიხტენშტეინს ორი გოლი გაუტანა.