რამდენიმე დღის წინ ტარიელ ნაკაიძეზე მისივე კოლეგების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფა ისევ შეფასებების საგანია. ინციდენტს 30-ზე მეტი ორგანიზაცია განცხადებით ეხმაურება სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, რომ ეს შეტევა არა მხოლოდ ინდივიდუალური პოლიტიკოსის წინააღმდეგაა მიმართული, არამედ მიზნად ზოგადად უფლებადაცვითი საქმიანობის დისკრედიტაციას ისახავს და ზიანს აყენებს უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში.