კახა ოქრიაშვილის კომპანია PSP-მ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 300%-იანი ფასნამატები გააკეთა, რაც არ დარჩება რეაგირების გარეშე - პრემიერი

24 მარტი 2023, 17:15 898 ნახვა

კახა ოქრიაშვილის კომპანია PSP-მ ორი დღის წინ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 300%-იანი ფას მატება გააკეთა, ეს, რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე არ დარჩება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, ამას დაუყოვნებლივ მოჰყვება რეაგირება. 

"წამლების ფასები, რომლებიც გამოწვევა იყო ჩვენი მოქალაქეებისთვის, 60%-დან 80%-მდე შემცირდა, მას შემდეგ, რაც თურქეთის ბაზარი გავხსენით. ამით 200 მილიონი ლარი დაზოგა ჩვენმა ხალხმა.

აქვე მინდა გამოვეხმაურო ამ დესტრუქციული ძალის ერთ-ერთ წარმომადგენელს, კახა ოქრიაშვილის კომპანია PSP-ს, რომელმაც ორი დღის წინ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 300%-იანი ფას მატება გააკეთა. ეს, რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე არ დარჩება. ამაზე დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება და ძალიან მკაცრი შედეგები დაიდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი