ბათუმში წიგნისა და განათლების პირველ საერთაშორისო გამოფენა ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიების პირველ დღეს დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნონ ერთ სივრცეში წარმოდგენილ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საგამომცემლო კომპანიებს, მაღაზიებს, ქართული კულტურისა და ასევე უცხო ენების ცენტრებს.
მომხმარებლებიგამოფენა-გაყიდვაზე ფასდაკლებებითაც ისარგებლებენ და მიიღებენ ინფორმაციას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული სასწავლო პროგრამების შესახებ.
წიგნისა და განათლების საერთაშორისო გამოფენა ექსპო ბათუმის ორგანიზებით ტარდება. გამოფენის მიზანი წიგნის პოპულარიზაცია, საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით არსებული სიახლეების გაცნობაა.
გაიმართება შემეცნებითი, საგანმანათლებლო კონფერენცია.