აჭარის განათლების სამინისტრო პოლონეთის, სილეზიის მხარესთან ერთად კულტურის ცენტრების განვითარების პროექტს იწყებს. პოლონელი ექსტეპრტები უკვე ბათუმში არიან და მათ განათლების სამისტროში უმასპინძლეს. 5 დღიანი ვიზიტის ფარგლებში პოლონელი სტუმრები აჭარის მუნიპალიტეტებში კულტურის ცენტრების მუშაობის სპეციფიკას გაეცნობიან და ქართველ კოლეგებს ვორქშოპს ჩაუტარებენ. გამოცდილების გასაზიარებლად იგეგმება ქართველი სპეციალისტების ვიზიტიც.