აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 159 კმ-ში იყო.
მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 12:09 საათზე დაფიქსირდა.