საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უმრავლესობის 5 დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა

24 მარტი 2023, 11:04 593 ნახვა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ფრაქცია „ქართული ოცნების" ხუთი დეპუტატისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა და მხარი დაუჭირა.

სადეპუტატო უფლებამოსილება უმრავლესობის დეპუტატებს: ირაკლი კოვზანაძეს, გიორგი ხელაშვილს, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილსა და გიორგი ამილახვარს უწყდებათ.

გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის პოსტი რამდენიმე დღის წინ დაიკავა, ამიტომ მან პარლამენტი დატოვა. ნინო იობაშვილი და ვლადიმერ ჩაჩიბაია პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად, ხოლო გიორგი ხელაშვილი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მრჩევლად დაინიშნენ - ეს თანამდებობები კი სადეპუტატო უფლებამოსილებასთან შეუთავსებელია. ირაკლი კოვზანაძემ მანდატის დატოვების საკითხზე განცხადებით კომიტეტს თავად მიმართა.

გადაწყვეტილებას პარლამენტი დღესვე, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი