საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კი ბრიუსელში ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში მსჯელობს. ეს კომისია არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, რომ ნატო-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში განისაზღვროს დღის წესრიგი, დაისახოს ურთიერთობები და მომავალი თანამშრომლობის მიმართულებები. დღეს გამართულ ყოველწლიურ სხდომაზე საქართველომ მიიღო ძლიერი მხარდამჭერი გზავნილები ნატოელი პარტნიორებისგან, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან მიმართებაში. კომუნიკაციის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, როგორ მიმდინარეობს საქართველოში ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის, 12 პრიორიტეტის შესრულება.