ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანების საშუალებას აძლევს, - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც საული ნიინისტომ განაცხადა, მას სურს, რომ ფინეთი მზად იყოს ალიანსში გასაწევრიანებლად, როგორც კი მისი განაცხადის რატიფიცირებას თურქეთი და უნგრეთი განახორციელებენ. ეს ორი ნატო-ს უკანასკნელი წევრი ქვეყნები არიან, რომლებსაც ალიანსში ფინეთისა და შვედეთის განაცხადები რატიფიცირებული არ აქვთ.
გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარა დაიწყებს ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირების პროცესს. როგორც მოსალოდნელია, შესაბამის დოკუმენტს უნგრეთის პარლამენტი ორშაბათს უყრის კენჭს.
ხელმოწერის ცერემონია ჰელსინკიში სამთავრობო სასახლეში გაიმართა. ფინეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების განაცხადის რატიფიცირება ქვეყნის პარლამენტმა პირველ მარტს მოახდინა.