პარლამენტში ფინანსთა მინისტრს ელოდებიან. ლაშა ხუციშვილი დეპუტატების წინაშე მინისტრის "საათის ფორმატში" წარდგება და კანონმდებლებს გასული წლის მუშაობის შესახებ ანგარიშს ჩააბარებს.
იქნება კითხვა-პასუხის რეჟიმიც. ოპოზიცია კრიტიკულია და ძირითადი შეკითხვების დასმას ინფლაციასთან დაკავშირებით აპირებს.
იმავე საკითხზე ექნება კითხვები მმართველ გუნდსაც. ხვალ კი პარლამენტში პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ.