აშშ-სა და ევროკავშირში გაკეთებული განცხადებები შეაფასა ფრაქცია ლელოს ლიდერმა სალომე სამადაშვილმა. მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები ნათლად ხედავენ ქართულ რეალობას, რომ საქართველოს ხელისუფლება ხალხის ნების გამტარებელი არ არის, საზოგადოებას ევროინტეგრაცია სურს, თუმცა ამ პროცესში მთავარი ხელისშემშლელი საქართველოს ხელისუფლებაა.
პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა მადლობა გადაუხადა 7-8 მარტს რუსთაველის გამზირზე გამოსულ მომიტინგეებს, აღნიშნავს, რომ დასავლეთის მხარდაჭერა გასული კვირების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაააქტიურა.