სამდღიანი განხილვების შემდეგ მთავრობის მიერ შემუშავებულ თავდაცვის კოდექსში შესატან ცვლილებებს პარლამენტი კენჭს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყრის.
ხელისუფლების ოპონენტების დიდი ნაწილი ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, ამის მიზეზად ხელისუფლების მხრიდან, რეფორმების განხორციელების ნების არ არსებობას ასახელებენ. მმართველი გუნდში კი ცვლილებების მნიშვნელობასა და მიზნებს კიდევ ერთხელ განმარტავენ.
ამბობენ, რომ სწორედ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების მიზნით ხდება კანონში ცვლილებების მიღება.