სანდრო მამუკელაშვილის 20 ქულა, 5 მოხსნა 3 ასისტი და 3 ჩაჭრა

22 მარტი 2023, 19:59 465 ნახვა

NBA-ს მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის სან ანტონიო ნიუ ორლეანს ესტუმრა და 119:84 დამარცხდა. გამორჩეული მატჩი ჰქონდა ქართველ კალათბურთელს, მან სასტარტო ხუთეულში ცენტრის პოზიციაზე ითამაშა და პარკეტზე ჯამში 25 წუთი გაატარა, რა დროშიც 20 ქულის ჩაგდება შეძლო 5 მოხსნა ჰქონდა, 3 ასისტი და 3 ჩაჭრაც. აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილი სან ანტონიოში საუკეთესო გახლდათ.ამ სეზონში 20 ქულა მამუკელაშვილის საუკეთესო შედეგია, კარიერის რეკორდი კი შარშან, სეზონის ბოლო მატჩში ჰქონდა, როცა კლივლენდთან 28 ქულა ჩააგდო და 13 მოხსნაც გააკეთა.სან ანტონიო სპურსი დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-14 ადგილზეა. პოპოვიჩის გუნდი მომდევნო მატჩს 23 მარტს, მამუს ყოფილ გუნდ მილუოკისთან გამართავს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში