ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები თეონა აქუბარდიას მოწვევით 7 ქვეყნის ელჩს შეხვდნენ,. შეხვედრის მთავარი თემა 12 რეკომენდაცია იყო. რა ეტაპზეა რეკომენდაციების შესრულების პროცესი და რა რჩება გამოწვევად, დეპუტატებმა პარტნიორებს სწორედ ამის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. თავად ელჩებმა კი ყურადღება კონსტრუქციული თანამშრომლობის აუცილებლობაზე გაამახვილეს.