თბილისში, მუხიანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ლიფტში არის ცეცხლის კერის კვალი, მამაკაცს კი ჭრილობები აღენიშნება. ცხედარი მეზობლებმა ნახეს.
ამ წუთებში, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.