ირაკლი კოვზანაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეობა დატოვა

22 მარტი 2023, 12:35 520 ნახვა

ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის ბიუროს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ მიმართა. ბიურომ ირაკლი კოვზანაძის განცხადება განიხილა და საკითხი ცნობად მიიღო.

"რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, ირაკლი კოვზანაძისგან გვაქვს განცხადება კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის საკითხის ცნობად მიღების შესახებ, რომელსაც ვიღებთ ცნობად“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

ირაკლი კოვზანაძის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ განცხადება მოგვიანებით ცნობად მიიღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზეც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი