უნებართვო ჯიხურების დემონტაჟი იახტკლუბის ტერიტორიაზე

22 მარტი 2023, 11:40 903 ნახვა

ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვოდ განთავსებული 1 იახტა,   ჯიხური, 20 დახლი და  კონსტრუქციები  იახტკლუბისა და  გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტანა.

გარდა ამისა, კომერციული მიზნით დაპარკინგებული 2 ავტომობილი სპეცტექნიკით გაიყვანეს. ამჯერად ჯარიმები არ დაწერილა. 

კანონდარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირზე ჯარიმა 500 ლარია, იურიდიულზე კი - 1500.    

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი